მეთოდები და შეფასებები



              სასწავლო პროცესში გამოყენებული  მეთოდები და  აქტივობები

სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე ისტ-ის გაკვეთილებზე ვიყენებ სხვადასხვა მეთოდებს.
        1. გონებრივი იერიში.-ამ მეთოდის გამოყენება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს და საერთო საქმეში მონაწილელბის გზით, საერთო პრობლემების ერთობრივად გადაწყვეტას განაპირობებს.
   სასწავლო მიზნის შესაბამისად, წინასწარ ვირჩევ თემას და ვაყალიბებ შეკითხვით სახით. მაგ.: .როგორ შევქნათ საქაღალდე?  ან როგორ გავაფორმოთ ტექსტი?  ან როგორ ავაგოთ დიაგრამები?  .
   კითხვის დასმის შემდეგ  მოსწავლეები იძლევიან პასუხებს. მათ წინასწარ  იციან,  რომ მოსაზრებების გამოთქმის დროს არ უნდა დაუშვათ კამათი, მოსაზრების კრიტიკა ან შეფასება. უნდა ვიმუშავოთ პრინციპით- ყველა მოსაზრება მისაღებია.
 თითოეული მოსაზრება იწერება დაფაზე, მათ შორის ყველაზე მიუღებული.
    შემდეგ იწყება შეფასების  ეტაპი. ხდება გამოთქმული მოსაზრებების მოკლე მიმოხილვა.
    მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს, ვარკვევთ თუ რომელი მოსაზრებებია  მსგავსი და შესაძლებელია თუ მათი გაერთიანება და განზოგადება. ამ დროს იწყება მცირე დისკუსი მათ ავკარგიანობაზე.
     ამის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ვაძლევ საშუალებას აირჩიოს რამდენიმე, მისი აზრით, ყველაზე ფასეული და განალაგოს ისინი მნიშვნელობების მიხედვით.
  ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა შეაფასოს ყველაზე  მაღალი ქულით. ქულების შეჯამების შემდეგ გამოიკვეთება რამოდენიმე პასუხი, რომელიც საერთო ჯამში კლასის მიერ არჩეულია ყველაზე ღირებულა. ხშირად ვაკეთებ ისე, რომ ძირითადი აქცენტი გადამაქვს დისკუსიაზე და ვახდენ პასუხების შეფასებას  მოსწავლეთა შეთანხმების გზით.
     ეს მეთოდი ეფექტიანია იმით, რომ ხელს უწყობს
  • შემოქმედებითი აზროვნების;
  • საკუთარი აზრის გამოთქმის;
  • ინფორმაციის დახარისხების;
  • მსჯელობის, ანალიზის;
  • შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებას;
 
 2. ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე
      ამ მეთოდს ვიყენებ როცა ახალ მასალას ვაკავშირებ ძველთან ან ვაჯამებ კონკრეტულ  თემას, ან ვიხსენებ წინა კლასში გავლილ მასალას,ან ტექსტზე მუშაობისას. მეთოდი
   მნიშვნელოვანია იმით, რომ 
  • ამზადებს მოსწავლეს მასალის მთლიანობაში გააზრებისათვის;
  • გვიჩვენებს რა  არის მნიშვნელოვანი;
  • გვიჩვენებს რა ისწავლა მან;
  • ანვითარებს კითხვის  დასმის უნარ-ჩვევებს;
  • ანვითარებს წერით მეტყველებას უნარ-ჩვევებს; 
       I ეტაპზე სასწავლო  მიზნებიდან   გამომდინარე ვაცნობ მოსწავლეებს განსახილველ საკითხს და ვთხოვ შეავსონ სქემა, რისთვისას მათ უნდა გაიხსენონ და პირველ გრაფაში ჩაწერონ ყველაფერი, რაც იციან ან ჰგონიათ, რომ იციან მოცემული საკითხის შესახებ. მეორე გრაფაში შეკითხვების სახით ჩამოაყალიბონ რისი გაგება აინტერესებთ ამ საკითხის გარშემო.
     II  ეტაპზე ხდება საკითხის დამუშავება და სქემის მესამე გრაფის შევსება. მოსწავლეები ამ გრაფაში  წერენ იმას, რაც ისწავლეს. 
    ამ მეთოდს ვიყენებ როგორც ინდივიდუალურ, ასევე წყვილებში და ჯგუფური მუშაობის დროს.
     3. კითხვის დასმის სტრეტეგია.-მოსმენის და პასუხის გაცემის უნარ-ჩვევების, კვლევითი, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარების განვითარების მიზნით ვიყენებ ამ სტრატეგიას.
     შეკითხვა შეიძლება იყოს ღია და დახურული.
     დახურულ შეკითხვებს ვიყენებ ფაქტობრივი ცოდნის შესამოწმებლად, ხოლო შემდეგი დონეების(გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი,შეფასება.) შესამოწმებლად კი-ღია შეკითხვას. ის არ მოითხოვს ერთ კონკრეტულ პასუხს. ამ დროს ვსვამ ჰიპოტეზურ, განჯით,  წამახალისებელ,მასტიმულირებელ,შემაჯამებელ და შემათანხმებელ შეკითხვებს.
      სანიმუშოდ მოვიყვან  თემას-როგორ ხდება Excel-ში უჯრის დაფორმატება?
      დახურული კითხვა: რა სახის მონაცემების შეტანაა შესაძლებელი ელ.ცხრილების უჯრაში?
      ღია კითხვები:

  •    რას ფიქრობთ ფურცლის მონიშვნა თაგვის დაწკაპუნებით სჯობს, თუ ctroi+A  ღილაკით?
  •    რატომ ფიქრობთ ასე?
  •    თქვენი აზრით  უჯრაში მონაცემების შეტანისას ისრიანი კლავიშების გამოყენება რა შედეგს გვაძლევს?
  •    რა შემთხვევები უნდა გავითვალისწინოთ  უჯრაში მონაცემების შეტანისას?
  •    რატომ?
  • რა უპირატესობა აქვს უჯრაში მონაცემების დამუშავებას Excel-ში Word-თან შედარებით?
  4. პროექტები.  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ პროექტებს. პროექტებზე  მუშაობა მოსწავლეებისაგან მოითხოვს  შემოქმეთებითი მიდგომას, ხელს უწყობს დაგროვოლი ცოდნის გააქტიურებას, ემყარება ბავშვის მიერ სხვადასხვა სასკოლო საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირებს  და უყალიბებს მათ:

  • პრობლემის ანალიზის 
  • მიზნების ჩამოყალიბების
  • ამოცანების დასახვისა და გადაჭრის
  • საჭირო რესურსების შერჩევის
  • ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების
  • ურთიერთთანამშრომლობის
  • სამუშაო დროის განაწილების
  • შეფასების უნარ-ჩვევებს.
      

    მოსწავლეთა სწავლის პროგრესის შეფასებაზე გამოყენებული მეთიდები
     
       თითქმის ყოველ გაკვეთილზე ვიყენებ   განმავითარებელ შეფასებას.
       განმავითარებელი შეფასების მიზანი და დანიშნულებაა მოსწავლისა და მასწავლებლის ინფორმირება  სწავლის პროცესში განხორციელებლი პროგრესის შესახებ, ამ გზაზე მიმართულების მიცემაგაკვეთილებზე ვიყენებ განმავითარებელი შეფასების ქვეკატეგორიებს: სკრინინგი, დიაგნოსტიკური შეფასება, შუალედური შეფასება, პროგრესის მონიტორინგი.
  სასწავლო წლის დასაწყისში  ვადგენ თითეულ მოსწავლეს რა უნრები აქვს განვითარებული, ცოდნის და უნარების რომელ სფეროში აქვს პრობლემები. ყოველივე ამას ვამოწმებ თვითშეფასების რუბრიკებით და დაკვირვებით, რითაც ვადგენ მისი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზს. ვაკვირდები სააზროვნო უნარებს, წიგნზე მუშაობას, წაკითხული ტქსტის გააზრებას. ვაკვირდები სოციალურ უნარჩვევებს გაკვეთილზე, წყვილებში თუ ჯგუფური მუშაობისას, დასვენებებზე,სპორტულ მოედნებზე, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. ამით ვადგენ მისი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზს.  დაკვირვება რომ საიმედო ოყოს ვაწარმოებ ჩანაწერებს და ჩანიშვნებს. ვაკეთებ დიაგნოსტიკურ შეფასებას და ვაძლევ მოსწავლეს გეზს, მიმართულებას. სისტემატიურად ვაკეთებ შუალედურ შეფასებებს, რომლის მიზანია იმავე საკითხების ცოდნა და უნარების გაზომვა, რასაც შემაჯამებელი ტესტირება ითვალისწინებს.
   დამამთავრებელ კლასებში შუალედური შეფასებისას  მათემატიკასა და ფიზიკაში გამომიყენებია  ,,CAT" პროგრამა. ასეთი კომპიუტერული პროგრამების  შექმნა ძალიან საინტერესოა, რადგან სტანდარტზეა დაფუძნებული და  კითხვების შერჩევისას თითეული მოსწავლის შესაძლებლობის დონეს ითვალისწინებს.
   ჩემს თითეულ მოსწავლეს  კომპიტერში გახსნილი აქვს საქაღალდე, რომელშიც იდება სამუშაოს შეფასებისას გამოსაყენებელი ნამუშევრები.  საქაღალდით  მოსწავლის შეფასება  საშუალებას გვაძლევს  თვალი ვადევნოთ მოსწავლის ინდივიდვალურ  პროგრესს. ვაწარმოოთ პროგრესის მონიტორინგი. შევადაროთ სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები ერთმანეთს, ვნახოთ, როგორ გაითვალისწინა მან ჩვენი კომენტარები და რჩევები, რომელსაც დრო და დრო ვაძლევდით.



მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკები




Комментариев нет:

Отправить комментарий