საგანმანათლებლო პროექტები



    GEARN-ის ფარგლებში შექმნილი მაქვს ბლოგი ,,სიცილი ინტერნეტში", რომელშიც ჩართულნი არიან  სხვა სკოლის რამდენიმე მასწავლებელი. აღნიშნული ბლოგი მოხვდა GEARN-ის დამტკიცებულ  პროექტებს შორის.  ხოლო ბლოგი „ნარცისა და ტიტა“  დატკიცებილი პროექტის  „ნარცისა და ტიტა“  ერთ-ერთი  პროექტია.

               პროექტი-სიცილი ინტერნეტში
               პროექტი- ნარცისა და ტიტა

სკოლის ფარგლებში  შექმნილი  ბლოგებია:
               პროექტი- ენაში გაფანტული მარგალიტები
               პროექტი „ნატვრის ხე"-ში გაფანტული მარგალიტები









გაკვეთილი - პროექტი „მათემატიკური ჭიდილი"

2013 წლის მაისის თვეში მეექვსე კლასში  ჩავატარე გაკვეთილი - პროექტი „მათემატიკური ჭიდილი"

პროექტის მიზანი: მეექვსე კლასში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება.
პროექტის აქტუალობა:  მეექვსე კლასში შეძენილი მყარი ცოდნა აუცილებელია შემდგომ საფეხურზე სწავლისათვის.
მონაწილეთა ასაკიმეექვსე კლასის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა ერთი თვე.
ეროვნული სასწავლო გეგმასთნ კავშირისტანდარტი მათ.VI.1-14 ისტ.VI.1-4
მოსალოდნელი შდეგებიმოსწავლეებს უვითარდებათ საცნობარო ლიტერატურის, ინტერნეტის, საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენების უნარი. ამოცანების ამოხსნისას იწაფებიან რიცხვებზე მოქმედებების შესრულებაში, პასუხების გაანალიზებაში, მოქმედებათა თვისებების გამოყენებაში. უნვითარდებათ პრეზენტაციის გაკეთების, მსჯელობის, თანამშრომლობის , პასუხისმგებლობის, პრობლემის გადაჭრის უნარი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებიკომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი,საცნობარო ლიტერატურა, მე-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, ფურცლებზე მომზადებული დავალებები, სუფთა ფურცლები ,კალმები, დაფა, ცარცი, ფორმატი, ფლომასტერები.

პროექტის მსვლელობა: კლასი დავყავი თნაბარი სიძლიერის  ორ ჯგუფად, თთოეულ ჯგუფს დაევალა გუნდის სახელწოდებებისა და ემბლემის მოფიქრება, კაპიტნებს დაევალათ მისალმების მოფიქრება .

მოსწავლეებს დააუსახელებ რამდენიმე თემას და აირჩვენ ერთს, რის შემდეგ თითოეულ ჯგუფს დაევალა შესაბამის საკითხზე ინფორმაციის  მოძიება, ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება, ვინ რას და როდის აკეთბს?

ერთი თვის განმავლობაში სისტემატიურად ვაკირდებოდი მათი მუშაობის პროცესს, ვაძლევდი შენიშვნებს, რჩევა- დარიგებებს და კომენტარებს.

ბოლო გაკვეთილზე ხდება  შესრულებული დავალებების შემოწმება და ტარდება მათემატიკური ჭიდილი შემდეგ დავალებებზე:
  დავალება 1: მათემატიკური ტერმინები
  დავალება 2: გეომეტრიული ფიგურები
  დავალება 3: ფორმულები
  დავალება 4: ერთეულები
  დავალება 5: მე მეტი მინდა ვიცოდე
  დავალება 6: ეს საინტერესოა
  დავალება 7: ბრძნული გამონათქვამები
  დავალება 8: ყველაზე ჭკვიანი
  დავალება 9: მათემატიკა ვირტუალურ სივრცეში
  დავალება 10: კედლის გაზეთის პრეზენტაცია
     თითეული დავალება ფასდებოდა 10 ქულით.  გამარჯებულ მოსწავლეებს გადაეცთ სხვადასხვა  საინტერესო წიგნები.



Комментариев нет:

Отправить комментарий