суббота, 7 декабря 2013 г.

წინასიტყვაობა

     ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში ახალი ეტაპი დაიწყო 2006 წელს, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  დაიწყო  კომპიტერული პროგრამის ,,ირმის ნახტომი" განხორციელება  საჯარო სკოლებში. პირველივე დღიდან ჩავები ამ პროგრამაში. მახსენდება ქუთაისში შეხვედრები ესტონელებთან, რომლებსაც უკვე განხორციელებული ჰქონდათ ანალოგიური პროგრამა ,,ვეფხვის ნახტომი". სამი დღის განმავლობაში ისინი გვიზიარებდნენ გამოცდილებებსა და მიღწევებს. ჩვენს თვალწინ გადაიშალა ის საოცარი ვირტუალური სამყარო, რომელიც ასე ნაცნობია დღეს და  უცნობი იყო მაშინ. მერე იყო ურეკი, ტრენინგები, “ლინუქსი“ .....
    მონაწილეობა მივიგე პირველ ინტერნეტპროექტში სკოლების კომპიუტერიზაციასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა და  სკოლამ მიიღო კიდეც პირველი კომპიუტერები. იმ პერიოდში ჩემი დახმარებით ასევე რამდენიმე სკოლასაც გადაეცა კომპიუტერები. აქტიურად ჩავები ინტერნეტპროექტში „ვახტანგ მეექვსე“ და შევქმენი ვებ-გვერდი -თეიმურაზ პირველი“, რისთვისაც დავიმსახურე დიპლომი და პრიზი. გავაკეთე სკოლის ვებ-გვერდი.
   სკოლაში გვაქვს მაღალი დონის კომპიუტერული ლაბორატორია, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს ქ-ნ თეა გაბელაიას. მისი ინიციატივით ბევრი ინოვაციას ჩაეყარა საფუძველი, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად იქნეს გამოყენებული კომპიუტერული ტექნოლოგიები. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როცა ყველა სკოლაში ვერ ხერხდებოდა ისტ-ის გაკვეთილების ჩატარება, წლების განმავლობაში ჩვენ სკოლის  ყველა კლასში (I-XII კლ.)  კვირაში თითო საათი ტარდებოდა.
  ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია თამამად  განვაცხადო, რომ ისტ-ის გაკვეთილებს მეტი ხალისით ესწრებიან მოსწავლეები, ხოლო ისტ-ით გამდიდრებულ გაკვეთილებზე  მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში.ასეთი გაკვეთილი არის უფრო საინტერესო. ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს უკეთ აღთქმასა და გაგებაში.
 ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ინტერნეტპროქტებსა და პროექტებში, რომელიც მოითხოვს ისტ-ის ტექნოლოგიების ღრმა ცოდნასა და მის გამოყენებას.
როგორც ისტ-ის მასწავლებელი, ვეხმარები ჩემს კოლეგებს ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლებაში, ისტ-ის გამოყენებით ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში.  ვთანამშრომლობ სხადასხვა სკოლის ისტ-ისა და სხვა საგნის მასწავლებლებთან; GEARN-ის ფარგლებში შექმნილი მაქვს ბლოგი ,,სიცილი ინტერნეტში", რომელშიც ჩართულნი არიან ასევე სხვა სკოლის რამდენიმე მასწავლებელი. აღნიშნული ბლოგი მოხვდა  GEARN-ის დამტკიცებულ  პროექტებს შორის.
   მიუხედავად  იმისა , რომ ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი, მაინც მეუფლება უკმარისობის განცადა, როცა ვეცნობი დედაქალაქის მასწავლებლების  ბლოგებსა და მათ ანგარიშებს, რომ ამ კუთხით ისინი უფრო განებივრებულნი არიან, გადიან მაღალი დონის ტრენინგებს, რომელსაც აწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ტარდება თბილისის მასწავლებელთა სახლში.
  მიმდინარე წლის  ნოემბრის თვეში  ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერნეტკონკურში „გაიცანით ჩემი რაიონი“.
   ახლა კი მსურს შემოგთავაზოთ  ჩვენი ბლოგი.
  P.S. საინტერესო იქნება, ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდეს ინტერნეტკონფერენციები სკოლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.

пятница, 6 декабря 2013 г.

დიაგრამები და ელექტრონული ცხრილები

  დიაგრამები და ელექტრონული ცხრილები

     თემატური ერთეული- დიაგრამები და ელექტრონული ცხრილების გამოყენების ცოდნა აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი საშუალებით ხდება მონაცემების თვალსაჩინო წარმოდგენა და მათ შორის ფარდობათა დანახვა.

თემის მიზანი: მოსწავლემ გააცნობიეროს ელ.ცხრილების გამოყენებით დიაგრამების დანიშნულება და ფუნქციები; გამოიყენოს ეს ცოდნა ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის ასამაღლებლად.

თემის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლე აგებს ცხრილებს, შეუძლია მონაცემთა ფორმატირება უჯრებში.
  • ამ ცხრილების გამოყენებით შეუძლია დიაგრამების აგება.
  • შეუძლია დიაგრამის ტიპისა და სტილის შეცვლა.
  • დიაგრამების გამოყენებით ქმნის ციფრულ მასალას.      
   ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი:
ისტ. ტექნ.V.1.

  • აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგ.ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელ. ცხრილები.)დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტურად იყენებს მათ.
ისტ. ტექნ.V.6.

  • იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელ საშულებებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის ასამაღლებლად.
        წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან ცხრილების აგება, მონაცემების შეტანა და დაფორმატება უჯრაში.

   შეფასება:   განმავითარებელი- დაკვირვება,  კომენტარები.
                       განმსაზღვრელი-     ფასდება პრეზენტაცია ,შეფასების რუბრიკებით.
შეფასების რუბრიკა გაკრულია თვალსაჩინო ადგილას.
  სასწავლო მასალა რესურსები:
                      ნ.ჯამასპიშვილი ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები''.
                        14 კომპიუტერი, პროექტორი.
     თემის დაინტერესების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს ბოლო ტესტირების შედეგებს, წარმოდგენილს სხვადასხვა სახის დიაგრამებით.
აქტივობა  1.ცოდნის გააქტიურება.
           მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თემის მიზანს და სთხოვს მოიძიონ თავიანთ საქაღალდეებში ცხრილები. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
  1. როგორ შევქმნა ცხირილი?
  2. როგორ ხდება მონაცემების გასწორება უჯრაში?
  3. როგორ ჩავამატოთ სვეტები და სტრიქონები უჯრაში?
  4. როგორ შევიტანოთ  ფორმულები უჯრაში?
  5. როგორ  ხდება ზედმეტი უჯრების წაშლა? 
              აქტივობა 2.მინი ლექცია.
       მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რა არის დიაგრამა,რა შემთხვევაში გამოიყენება დიაგრამები და პროექტორის გამოყენებით   მოსწავლეებს უჩვენებს დიაგრამების აგების ხერხებს.
           აქტივობა 3.     კომპიუტერთან მუშობა. 
     მასწავლებელი ითხოვს სახელმძღვანელოების გამოყენებით შეეცადონ დიაგრამის აგებას.
    მოსწავლეები წინა გაკვეთილზე აგებული ცხრილისა და წიგნის გამოყენებით ცდილობენ დიაგრამის აგებას.
    მასწავლებელი სისტემატიურად მიდის თითოეულ მოსწავლესთნ    და აკვირდება მათ მუშობას, საჭიროებისამებრ აძლევს მითითებებს  და აკეთებს კომენატარებს.
        აქტივობა 4.საშინაო დავალება
    მაწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას  მოიძიონ თავიანთ სახელმძღვანელოებში ისეთი თემა,  რომელიც საჭიროებს მონაცემთა დახარისხებას და შემდეგ  შესაძლებელია მათი წარმოდგენა დიაგრამის სახით;სახელმძღვანელოდან დაამუშაონ მასალა,როგორ ხდება დიაგრამის ტიპისა და სტილის შეცვლა.
      აქტივობა 5. დამოუკიდებელი მუშაობა.
   მოსწავლეებს მოძიებული მონაცემები შეაქვთ ცხრილებში და აგებენ  დიაგარამებს, იყენებენ წიგნიდან დამუშავებულ მასალას  და იწაფებიან დიაგრამების სტილისა და ტიპის შეცვლაში,.მასწავლებელი აკვირდება მათ მუშაობას და საჭროებისამებრ აკეთბს კომენტარს, აძლეევს მითითებებს.
      აქტივობა  6.პრეზენტაცია
სამი- ოთხი  მოსწავლე  აკეთბს ზეპირ პრეზენტაციას და პროექტორის  გამოყენებით
 უჩვენებს თნაკლასელებს თავის აგებულ დიაგრამას.
       აქტივობა  7.თემის შეჯამება
   მასწავლებელი  აფასებს   პრეზენტატორებს შეფასებათა რუბრიკის მიხედვით.
       აქტივობა 8.საშინაო  დავალება
   შესწავლილი მასალის გამოყენება სხვადასხვა საგნებში პრეზენტაციების დროს, საჭიროებისამებრ.


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭებათ 0 ან 1 ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი. მაქსიმალური ჯამი არის 10 ქულა.


 მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა