დიაგრამები და ელექტრონული ცხრილები
თემატური ერთეული- დიაგრამები და ელექტრონული ცხრილების გამოყენების ცოდნა აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი საშუალებით ხდება მონაცემების თვალსაჩინო წარმოდგენა და მათ შორის ფარდობათა დანახვა.
თემის მიზანი: მოსწავლემ გააცნობიეროს ელ.ცხრილების გამოყენებით დიაგრამების დანიშნულება და ფუნქციები; გამოიყენოს ეს ცოდნა ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის ასამაღლებლად.
თემის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლე აგებს ცხრილებს, შეუძლია მონაცემთა ფორმატირება უჯრებში.
- ამ ცხრილების გამოყენებით შეუძლია დიაგრამების აგება.
- შეუძლია დიაგრამის ტიპისა და სტილის შეცვლა.
- დიაგრამების გამოყენებით ქმნის ციფრულ მასალას.
ისტ. ტექნ.V.1.
- აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგ.ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელ. ცხრილები.)დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტურად იყენებს მათ.
- იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელ საშულებებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის ასამაღლებლად.
შეფასება: განმავითარებელი- დაკვირვება, კომენტარები.
განმსაზღვრელი- ფასდება პრეზენტაცია ,შეფასების რუბრიკებით.
შეფასების რუბრიკა გაკრულია თვალსაჩინო ადგილას.
სასწავლო მასალა რესურსები:
ნ.ჯამასპიშვილი ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები''.
14 კომპიუტერი, პროექტორი.
თემის დაინტერესების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს ბოლო ტესტირების შედეგებს, წარმოდგენილს სხვადასხვა სახის დიაგრამებით.
აქტივობა 1.ცოდნის გააქტიურება.
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თემის მიზანს და სთხოვს მოიძიონ თავიანთ საქაღალდეებში ცხრილები. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
- როგორ შევქმნა ცხირილი?
- როგორ ხდება მონაცემების გასწორება უჯრაში?
- როგორ ჩავამატოთ სვეტები და სტრიქონები უჯრაში?
- როგორ შევიტანოთ ფორმულები უჯრაში?
- როგორ ხდება ზედმეტი უჯრების წაშლა?
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რა არის დიაგრამა,რა შემთხვევაში გამოიყენება დიაგრამები და პროექტორის გამოყენებით მოსწავლეებს უჩვენებს დიაგრამების აგების ხერხებს.
აქტივობა 3. კომპიუტერთან მუშობა.
მასწავლებელი ითხოვს სახელმძღვანელოების გამოყენებით შეეცადონ დიაგრამის აგებას.
მოსწავლეები წინა გაკვეთილზე აგებული ცხრილისა და წიგნის გამოყენებით ცდილობენ დიაგრამის აგებას.
მასწავლებელი სისტემატიურად მიდის თითოეულ მოსწავლესთნ და აკვირდება მათ მუშობას, საჭიროებისამებრ აძლევს მითითებებს და აკეთებს კომენატარებს.
აქტივობა 4.საშინაო დავალება
მაწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას მოიძიონ თავიანთ სახელმძღვანელოებში ისეთი თემა, რომელიც საჭიროებს მონაცემთა დახარისხებას და შემდეგ შესაძლებელია მათი წარმოდგენა დიაგრამის სახით;სახელმძღვანელოდან დაამუშაონ მასალა,როგორ ხდება დიაგრამის ტიპისა და სტილის შეცვლა.
აქტივობა 5. დამოუკიდებელი მუშაობა.
მოსწავლეებს მოძიებული მონაცემები შეაქვთ ცხრილებში და აგებენ დიაგარამებს, იყენებენ წიგნიდან დამუშავებულ მასალას და იწაფებიან დიაგრამების სტილისა და ტიპის შეცვლაში,.მასწავლებელი აკვირდება მათ მუშაობას და საჭროებისამებრ აკეთბს კომენტარს, აძლეევს მითითებებს.
აქტივობა 6.პრეზენტაცია
სამი- ოთხი მოსწავლე აკეთბს ზეპირ პრეზენტაციას და პროექტორის გამოყენებით
უჩვენებს თნაკლასელებს თავის აგებულ დიაგრამას.
აქტივობა 7.თემის შეჯამება
მასწავლებელი აფასებს პრეზენტატორებს შეფასებათა რუბრიკის მიხედვით.
აქტივობა 8.საშინაო დავალება
შესწავლილი მასალის გამოყენება სხვადასხვა საგნებში პრეზენტაციების დროს, საჭიროებისამებრ.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭებათ
0 ან 1 ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი. მაქსიმალური ჯამი არის
10 ქულა.
მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა
Комментариев нет:
Отправить комментарий