ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში ახალი ეტაპი დაიწყო 2006 წელს, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო კომპიტერული პროგრამის ,,ირმის ნახტომი" განხორციელება საჯარო სკოლებში. პირველივე დღიდან ჩავები ამ პროგრამაში. მახსენდება ქუთაისში შეხვედრები ესტონელებთან, რომლებსაც უკვე განხორციელებული ჰქონდათ ანალოგიური პროგრამა ,,ვეფხვის ნახტომი". სამი დღის განმავლობაში ისინი გვიზიარებდნენ გამოცდილებებსა და მიღწევებს. ჩვენს თვალწინ გადაიშალა ის საოცარი ვირტუალური სამყარო, რომელიც ასე ნაცნობია დღეს და უცნობი იყო მაშინ. მერე იყო ურეკი, ტრენინგები, “ლინუქსი“ .....
მონაწილეობა მივიგე პირველ ინტერნეტპროექტში სკოლების კომპიუტერიზაციასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა და სკოლამ მიიღო კიდეც პირველი კომპიუტერები. იმ პერიოდში ჩემი დახმარებით ასევე რამდენიმე სკოლასაც გადაეცა კომპიუტერები. აქტიურად ჩავები ინტერნეტპროექტში „ვახტანგ მეექვსე“ და შევქმენი ვებ-გვერდი -თეიმურაზ პირველი“, რისთვისაც დავიმსახურე დიპლომი და პრიზი. გავაკეთე სკოლის ვებ-გვერდი.
სკოლაში გვაქვს მაღალი დონის კომპიუტერული ლაბორატორია, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს ქ-ნ თეა გაბელაიას. მისი ინიციატივით ბევრი ინოვაციას ჩაეყარა საფუძველი, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად იქნეს გამოყენებული კომპიუტერული ტექნოლოგიები. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როცა ყველა სკოლაში ვერ ხერხდებოდა ისტ-ის გაკვეთილების ჩატარება, წლების განმავლობაში ჩვენ სკოლის ყველა კლასში (I-XII კლ.) კვირაში თითო საათი ტარდებოდა.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ისტ-ის გაკვეთილებს მეტი ხალისით ესწრებიან მოსწავლეები, ხოლო ისტ-ით გამდიდრებულ გაკვეთილებზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში.ასეთი გაკვეთილი არის უფრო საინტერესო. ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს უკეთ აღთქმასა და გაგებაში.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ისტ-ის გაკვეთილებს მეტი ხალისით ესწრებიან მოსწავლეები, ხოლო ისტ-ით გამდიდრებულ გაკვეთილებზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში.ასეთი გაკვეთილი არის უფრო საინტერესო. ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს უკეთ აღთქმასა და გაგებაში.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ინტერნეტპროქტებსა და პროექტებში, რომელიც მოითხოვს ისტ-ის ტექნოლოგიების ღრმა ცოდნასა და მის გამოყენებას.
როგორც ისტ-ის მასწავლებელი, ვეხმარები ჩემს კოლეგებს ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლებაში, ისტ-ის გამოყენებით ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში. ვთანამშრომლობ სხადასხვა სკოლის ისტ-ისა და სხვა საგნის მასწავლებლებთან; GEARN-ის ფარგლებში შექმნილი მაქვს ბლოგი ,,სიცილი ინტერნეტში", რომელშიც ჩართულნი არიან ასევე სხვა სკოლის რამდენიმე მასწავლებელი. აღნიშნული ბლოგი მოხვდა GEARN-ის დამტკიცებულ პროექტებს შორის.
მიუხედავად იმისა , რომ ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი, მაინც მეუფლება უკმარისობის განცადა, როცა ვეცნობი დედაქალაქის მასწავლებლების ბლოგებსა და მათ ანგარიშებს, რომ ამ კუთხით ისინი უფრო განებივრებულნი არიან, გადიან მაღალი დონის ტრენინგებს, რომელსაც აწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ტარდება თბილისის მასწავლებელთა სახლში.
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერნეტკონკურში „გაიცანით ჩემი რაიონი“.
ახლა კი მსურს შემოგთავაზოთ ჩვენი ბლოგი.
P.S. საინტერესო იქნება, ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდეს ინტერნეტკონფერენციები სკოლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.
ირა მასწავლებელო! გისურვებთ წარმატებებს, თქვენსბლოგს მეც გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.
ОтветитьУдалитьაფხაზეთის N 1 საჯარო სკოლა. ლამზირა შონია. ისტ– პედაგოგი.
გმადლობთ.
ОтветитьУдалитьnamdvilad kargi maswavlebeli brdzandebit ira maswavlebelo.. 9 sajaro skolis 6 klasis moswavle salome pipia
ОтветитьУдалить